ავოკადო ბარათი
დააგროვე ქულები ყველაზე სწრაფად!
იოიოსო გთავაზობთ ახალ დაგროვების ბარათს – "ავოკადო ბარათი"
თქვენ გეძლევათ საშუალება დაიბრუნოთ დახარჯული თანხის უდიდესი ნაწილი ბარათზე.
ჩვენ ვთავაზბობთ ყოველდღიურ და განსაკუთრებულ აქციებს ბარათის მფლობელებს
- ბარათის გაცემა ხდება იოიოსოს მაღაზიათა ქსელში განხორციელებულ მინიმუმ 10 ლარიან შენაძენზე
- ავოკადო ბარათზე 100 დაგროვილი ავოკადო უდრის 1 ლარს
- ავოკადო ქულების გადაცვლა შესაძლებელია ნებისმიერ პროდუქციაზე
- იოიოსოს მაღაზიათა ქსელში განსაკუთრებული აქციები ავოკადო ბარათზე გაფორმებული იქნება ავოკადოს სპეციალური მანიშნებლებით
- ბარათის აღებით ეთანხმებით yoyoso.ge-ზე არსებულ წესებსა და პირობებს.
- ავოკადო ბარათზე ავოკადოების დაგროვება შესაძლებელია ვებ-გვერდზეც იმ შემთხვევაში თუ ავოკადო ბარათზე რეგისტრირებული პირადი ნომერი ემთხვევა იოიოსოს ვებ-გვერდის ანგარიშის პირად ნომერს
სრული დებულება
,,იოიოსოს დაგროვებითი (ავოკადო) ბარათის დებულება“
„იოიოსო“-ს დაგროვებითი ბარათი (შემდგომში „ავოკადო ბარათი“), არის შპს ,,თ&დ”-ს ს/კ 402087763 მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი მარკეტინგული პროდუქტი. ბარათის მფლობელის მიერ შპს „თ&დ“-ს სავაჭრო ობიექტებში, კერძოდ ,,იოიოსოს“ ბრენდის ქვეშ მოქმედ მაღაზიებში გაკეთებული შენაძენები დადგენილი წესით აღირიცხება ბარათის მეშვეობით და გროვდება ქულები, რომელსაც მარკეტინგული მიზნებისთვის „ქულის“ ნაცვლად ეწოდება „ავოკადო“.
ბარათზე დაგროვილი ქულების ექვივალენტი თანხით, ბარათის მფლობელს უფლება აქვს შეუზღუდავად აირჩიოს შესაბამისი ღირებულების ნებისმიერი პროდუქტი.
- „ავოკადო ბარათი“-ს კომპლექტურობა და სტატუსი
- 1 „ავოკადო ბარათი“ შედგება 1 (ერთი) ცალი ძირითადი ბარათისგან, რომელსაც მინიჭებული აქვს 13 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.
- 2 ბარათი წარმოადგენს შპს „თ&დ“-ს საკუთრებას.
- 3 ბარათ(ებ)ი არ წარმოადგენს ანგარიშსწორების საშუალებას, მათი მეშვეობით მხოლოდ გროვდება ქულები და კომპანია ინახავს ინფორმაციას ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებულ შენაძენებზე.
- ბარათის გაცემის წესი
- 1 ბარათის გაცემა ხდება შპს „თ&დ“-ს სავაჭრო ქსელში შემავალი „იოიოსო“-ს ბრენდის სავაჭრო ობიექტებში.
- 2 ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. ერთ პიროვნებაზე გაიცემა მხოლოდ 1 (ერთი) ბარათი.
- 3 ბარათის მიღებისას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ძალაში მყოფი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათი, საზღვარგარეთის პასპორტი, მართვის მოწმობა ან სხვა), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ფოტო-სურათი. ამასთან დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოს მიერ.
- 4 ბარათი გაიცემა 20 (ოცი) ლარიდან შენაძენზე და მისი გაცემა ხდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერა).
- 5 ბარათის მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი დაგროვებითი ბარათის მოთხოვნის განაცხადზე/გაცემის აქტზე ან/და კომპანიის შესაბამის წარმომადგენელთან ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა). დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს შეტყობინების მიღების შეწყვეტა შესაბამისი წერილობითი განაცხადის დაწერით შპს „თ&დ“-ს სათაო ოფისში: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი 158.
- 6 მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შპს „თ&დ“-ს მიერ ბარათის გააქტიურება მოხდება მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
- ბარათის მოქმედების ვადა
- 1 ბარათი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ბარათი ქსელში 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ერთხელ მაინც არ იქნება გატარებული. ასეთ შემთხვევაში ბარათი იბლოკება, ავტომატურად უქმდება და მასზე დარიცხული ქულები ანულირდება.
- 2 ბარათის გამოყენება შეიძლება შპს „თ&დ“-ს სავაჭრო ქსელში შემავალ „იოიოსო“-ს ბრენდის ქვეშ მომუშავე სავაჭრო წერტილებზე.
- 3 ბარათზე ქულები გროვდება ნებისმიერი პროდუქტიდან. თუ რამდენი პროცენტი დაბრუნდება ქულების სახით ინდივიდუალურია.
- 4 ბარათზე ქულების დასარიცხად, სალაროში თანხის გადახდისას სავალდებულოა ბარათის წარმოდგენა და შესაბამის ტერმინალში გატარება.
- 5 თუ მომხმარებელს თან არ აქვს ბარათი, ბარათის კოდის მიწოდებით შესაძლებელია ბარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვა.
- ქულების განაღდების წესი
- 1 დაგროვილი ქულების განაღდება შეიძლება შპს „თ&დ“-ს სავაჭრო ქსელში შემავალ „იოიოსო“-ს ბრენდის ქვეშ მომუშავე სავაჭრო წერტილებზე.
- 2 შპს „თ&დ“-ს მიერ მიმდინარედ დადგენილი წესის შესაბამისად 100 დაგროვებული ქულა = 1 ლარს.
- 3 ძირითადი ბარათის რეგისტრირებულ მფლობელს, ნებისმიერ დროს შეუძლია გაანაღდოს დარიცხული ქულები და განაღდების მომენტში ბარათზე ფაქტობრივად არსებული ქულების ექვივალენტური თანხით აირჩიოს სასურველი პროდუქტი შეუზღუდავად. ქულების განაღდებისას პროდუქტის ღირებულება განისაზღვრება განაღდების მომენტში შესაბამის სავაჭრო წერტილზე არსებული ფასების შესაბამისად. დაუშვებელია ქულის გადაცვლა ფულზე/ვალუტაზე.
- 4 ქულების განაღდებისას, ბარათის რეგისტრირებული მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს ძირითადი ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხელი მოაწეროს განაღდების აქტს ან სხვა თანაბარი ძალის მქონე სპეციალურ დოკუმენტს.
- 5 ქულების განაღდებისას, ბარათიდან ჩამოიჭრება შესაბამისი ქულების რაოდენობა.
- ბარათის დაბლოკვა, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა, ბარათის გადაფორმება
- 1 თუ შპს „თ&დ“-ს სავაჭრო ქსელში ქსელში (კერძოდ „იოიოსო“-ს ბრენდის ობიექტებში) ბარათი 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ერთხელ მაინც არ იქნება გატარებული ტერმინალში, ასეთ შემთხვევაში ბარათ(ებ)ი იბლოკება, ავტომატურად უქმდება და მასზე დარიცხული ქულები ანულირდება. ასეთ შემთხვევაში დაბლოკილი ბარათები აღდგენას არ ექვემდებარება და დაინტერესებულ პირზე მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა ახალი ბარათი.
- 2 შპს „თ&დ“ უფლებამოსილია დაბლოკოს ბარათები არასანქცირებული გამოყენების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ქულები ანულირდება.
- 3 დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღსადგენად აუცილებელია ბარათის რეგისტრირებულმა მფლობელმა შეავსოს სპეციალური განაცხადი შპს „თ&დ“-ს სავაჭრო ქსელში შემავალ „იოიოსო“-ს ბრენდის ქვეშ მომუშავე სავაჭრო წერტილში.
- 4 თუ დაკარგულ ან დაზიანებულ ბარათზე არ ირიცხება მინიმუმ 100 (ასი) ქულა ბარათის აღდგენა/გააქტიურება არ მოხდება და დაინტერესებულ პირზე მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა ახალი ბარათი.
- 5 შპს „თ&დ“-ს სავაჭრო ობიექტებში (იოიოსო) შევსებული განაცხადის საფუძველზე დაზიანებული ან დაკარგული ბარათის აღდგენა მოხდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო დაგროვილი ქულების აღდგენილ ბარათზე გადმორიცხვა მოხდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
- 6 ბარათის მფლობელს შეუძლია თავისი ბარათი გადააფორმოს სხვა სრულწლოვან მოქალაქეზე. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ შპს „თ&დ“-ს სათაო ოფისს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი №158.
- 7 ერთ პირზე დასაშვებია მხოლოდ ერთი მოქმედი ბარათის არსებობა.
- 8 ძირითად ბარათის დაბლოკვით იბლოკება დამატებითი ბარათებიც.
- სხვა პირობები
- 1 ბარათზე დარიცხული ქულები მეორე დღესვე არ აისახება თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ქულები ანგარიშზე აისახება 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
- 2 შეძენილი პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში ბრუნდება დაბრუნებულ პროდუქციაზე დარიცხული ავოკადოებიც (ქულები).
- 3 ამ წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს შპს „თ&დ“-ს მიერ, რომელიც სავალდებულო იქნება ბარათების მფლობელებისთვის.
- 4 შპს „თ&დ“ უფლებას იტოვებს მისი შეხედულებისამებრ გააუქმოს დაგროვებითი ბარათის პროექტი და შეწყვიტოს ქულების დარიცხვა. გაუქმებამდე ბარათზე არსებული ქულების განაღდება შესაძლებელია ჩვეულებრივი წესით.
- 5 შპს „თ&დ“ უფლებას იტოვებს ბარათებთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის და ცვლილების შესახებ შეატყობინოს ბარათის მფლობელებს მათ მიერ ანკეტაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.
- 6 ბარათის მფლობელს ბარათებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეუძლია დაუკავშირდეს შპს „თ&დ“-ს ადმინისტრაციას შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 511 160 884.